იმერეთში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
თარიღი : 29-09-2014, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სამსახურის უფროსი აკაკი ტყავაძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა. მცირე წყალდიდობა ფიქსირდება სამტრედიის სოფელ გომსა და ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოსალოდნელმა დიდი ოდენობის ნალექმა შესაძლოა, ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები გამოიწვიოს.