Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამართალდამცავებმა მამაკაცი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

თარიღი : 29-09-2014, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული მამუკა მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „112“-დან მიიღო შეტყობინება, რომ ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, ღამის საათებში, მეზობლებს ხმაურით აწუხებდა მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამუკა მ-ს მოსთხოვა წარმოედგინა საბუთები. იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამუკა მ. ადგილზევე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანა, „ჩე-ზე 75 ბ“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პისტოლეტი 2002 წელს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბინის დაყაჩაღებისას გაიტაცეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).


ნანახია: 1769-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამინდი