ქუთაისში ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულები გაიხსენეს
თარიღი : 27-09-2014, 20:13 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მუღღულიამ,იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგინით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ 21 წლის წინ დაღუპულ გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.