ქუთაისის მესხიშვილის თეატრს კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას ჰპირდება
თარიღი : 27-09-2014, 20:02 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მინისტრის რანგში ქუთაისს პირველად სტუმრობდა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 130-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
პროფესიული დასის დაარსებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც თეატრალური კომპოზიციით-„ქართული საზოგადოება ყალიბდება აქ“ გაიხსნა, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
„ქუთაისი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. ქალაქში თეატრალური ცხოვრება ყოველთვის აქტიური იყო. თეატრს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ამ ადამიანების შემდგომი განვითარებისათვის სახელმწიფოს გვერდით დგომა უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს მიხეილ გიორგაძე.
იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, თეატრს კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას ჰპირდება. მეფარიშვილი ვარაუდობს, რომ ფინანსური ხელშეწყობის პირობებში თეატრი უფრო მეტად განვითარდება.
კულტურის მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობასთან დაწესებულების საჭიროებებზე ისაუბრა. მესხიშვილის თეატრში პრობლემად დაწესებულების ვიზუალურ მხარესა და მატერიალურ მდგომარეობას ასახელებენ.