გია თევდორაძე: დღეს არის გაუგონარი ღალატის და გაუგონარი გმირობის დღე
თარიღი : 27-09-2014, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ქუთაისიც შეუერთდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
„დროებით, მაგრამ მაინც დავკარგეთ ჩვენი მარგალიტი აფხაზეთი. დღეს არის ერთი მხრივ გაუგონარი ღალატის და მეორე მხრივ, გაუგონარი გმირობის დღე,“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.
მემორიალთან იმყოფებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, რომელმაც გარდაცვლილთა ხსოვნის მოსახსენებლად პარაკლისი აღვლინა.
სოხუმის დაცემიდან მიმდინარე წელს 21 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13-დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.