ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი ისრაელში იმყოფებოდნენ
თარიღი : 26-09-2014, 18:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიისა და იმერეთის ადმინისტრაციის დელეგაცია ვიზიტად ისრაელის მერის მოწვევით ქალაქ აშკელონში იმყოფებოდა. აშკელონი და ქუთაისი წლებია დამეგობრებული ქალაქები არიან. ქუთაისის მერს და იმერეთის გუბერნატორს 5 დღის მანძილზე შეხვედრები ჰქონდათ ისრაელის მთავრობისა და ქსენეთის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დროს ისაუბრეს იმერეთსა და ქუთაისში განსახორციელებელ პროექტებსა და ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებაზე. ასევე დაისახა გეგმები ქუთაისისა და აშკელონის უნივერსიტეტებს შორის დამეგობრებისა და გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად. გარდა ამისა, მოეწყო შეხვედრა ათასამდე ქართველ ებრაელთან. ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად და სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობის განსამტკიცებლად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ისრაელის დელეგაცია ქუთაისს ეწვევა.