Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინისტრების ვალები და ყველაზე მხარჯველი ჩინოვნიკები

თარიღი : 26-09-2014, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI-Georgia) კვლევით, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა.

ამასთან, რიგ შემთხვევაში, სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.

მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია. პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მინისტრებს პრემიების აღება აეკრძალებათ. მინისტრის პირველი მოადგილე ხელფასის სახით 2,950 ლარს იღებს, მინისტრის მოადგილე კი - 2,720 ლარს, თუმცა, ამ ანაზღაურებას, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა პრემიები დაემატოს.

ამასთან, არასამთავრობო აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დეკლარაციებში არ არის მითითებული, ყოველთვიურად რა თანხის გადახდა უწევს თანამდებობის პირს სესხის გასასტუმრებლად. ეს კი მათი თქმით, შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ გადახდა არ განხორციელდა იმ პერიოდში, რომელსაც დეკლარაცია მოიცავს, ან წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა არ აღემატებოდა 3 000 ლარს.

ასეთ შემთხვევებში არასამთავრობომ ინფორმაცია ბანკების ვებგვერდებზე განთავსებული სესხების კალკულატორისგან გამოიანგარიშა და შესაბამისად, ეს მონაცემები მიახლოებითია.

კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია 2014 წლის აპრილში მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად - 2014 წლის ზაფხულში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დანელიას ორი ქონებრივი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი: ერთი 2013 წლის მაისშია შევსებული, მეორე კი - 2014 წლის ივნისში.

2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში, დანელიას 200,000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს ჯამში სხვადასხვა პერიოდში 70,000 აშშ დოლარისა და 42,500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული. იმავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრისა და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან წინა წლის (2013) განმავლობაში სულ დაახლოებით 120,000 ლარი იყო, ანუ, თვეში დაახლოებით 10,000 ლარი.

არასამთავრობო აღნიშნავს, რომ დეკლარაციაში მითითებული არაა დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81,070 ლარი იყო. დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი შეადგენს ნაღდ ფულს 7,000 აშშ დოლარისა და 4,000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 6,500 აშშ დოლარი და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე.

TI-Georgia–ს ინფორმაციით, მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა.

„ბანკ რესპუბლიკის” ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით კი, მხოლოდ 200,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით 2,000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია, – აცხადებს არასამთავრობო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საბანკო ანგარიშებს რაც შეეხება, არასამთავრობოს თქმით, ის მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 2012 წლის ნოემბრიდან მას ბანკ „ქართუში” 120,000 აშშ დოლარის სესხი აქვს დამტკიცებული. იმავე წელს მინისტრმა 155,000 ლარის და 55,000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო. 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, წინა (2012) წლის შემოსავლად კვირიკაშვილს 34,709 ლარი აქვს მითითებული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგანაც კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. ამას გარდა, მინისტრს დეკლარირებული აქვს 9,300 ლარი ნაღდი ფული და 3,700 ლარი ნაშთი საბანკო ანგარიშზე.

სესხის გადასახდელად მინისტრს 1,586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2,800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია, – აღნიშნავენ TI-Georgia–ში.

მათივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე პოსტს 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან იკავებს. იმავე თვიდან საქართველოს ბანკში მას 140,000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს რეგისტრირებული.

„საქართველოს ბანკის” სესხების კალკულატორის მიხედვით კი, არასამთავრობოს ინფორმაციით, ჭიკაიძეს თვეში დაახლოებით 1,700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2,600 ლარი) გადახდა უწევს სესხის დასაფარად, ანუ ხელფასის 52%-ის. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, მისი წინა წლის (2013) შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67,000 ლარი იყო, რაც თვეში 5,580 ლარია.

ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერშივე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა 169,000 აშშ დოლარად შეიძინა, – აღნიშნავენ არასამთავრობოში.

რაც შეეხება სოზარ სუბარს, იგი 2012 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2014 წლის ივლისიდან კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრია.

არასამთავრობოს ინფორმაციით, 2013 წლის მარტში სუბარმა „ქართუ ბანკში“ 140,000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190,000 აშშ დოლარად შეიძინა, რომლის მესაკუთრედაც სუბარის მეუღლეა მითითებული.


მსგავსი ოდენობის სესხზე გადასახადი თვეში დაახლოებით 1,700 აშშ დოლარი (დაახლოებით 2,600 ლარი) უნდა იყოს, ანუ მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%. წინა წლის (2012) შემოსავლებში სუბარს და მის მეუღლეს ჯამში 30,527 ლარი აქვთ მითითებული, რაც საშუალოდ, თვეში, 2,543 ლარია. ამას გარდა, მინისტრს და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7,200 ლარი და 600 აშშ დოლარი აქვთ დეკლარირებული.


წყარო: commersant.ge


ნანახია: 1823-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.
2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი
შოთა მურღულიას ქონებრივ დეკლარაციაში არ დევს მონაცემები მისი ან მისი ოჯახის წევრების მიერ ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ.
'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო' კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც განათლების სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მეცამეტე ხელფასის
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმედა გოგავა 'ქამრების შემოჭერის' პოლიტიკის თავისებურებების შესახებ წერს.

ამინდი