შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ქუთაისის ხელმძღვანელობამ ეტლი გადასცა
თარიღი : 26-09-2014, 12:19 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისში მცხოვრებ სოცილურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოჩა ჯინჯიხაძეს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა ეტლი გადასცეს. ქუთაისის მერი შოთა მურღულია,საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და საფიჩხიის მაჟორიტარი ნიკა ლატარია ჯინჯიხაძეების ოჯახში არსებულ ვითარებას გაეცვნენ და მათ დახმარებას დაპირდნენ. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ეტლის მოთხოვნით გოჩა ჯინჯიხაძის ოჯახმა რამდენიმე კვირის წინ მიმართა. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ეტლებს კიდევ რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს გადასცემენ.