ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში "მედიქალ სითის" კლინიკაში მენინგიტის დიაგნოზით 2 მცირეწლოვანი მოათავსეს.
კლინიკის მთავარი ექიმის ნანა გონგაძის თქმით, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო საზანოს სკოლის 2 მოსწავლეს ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტი დაუდგინდათ.
„ბავშვები გუშინ შემოიყვანეს. ჩავუტარეთ მკურნალობის კურსი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი სკოლიდან არიან, მათ მენინგიტი ერთმანეთისგან არ გადადებიათ“, - აცხადებს ნანა გონგაძე.
მცირეწლოვანი პაციენტების მშობლების თქმით, ბავშვებს თავის ტკივილი, პირღებინება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. პაციენტის მშობლები ვარაუდობენ, რომ მენინგიტით ბავშვები სკოლაში დაინფიცირდნენ.