ქუთაისში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ

20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.
ოთხასრთულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის, შენობის კედლები, კარ-ფანჯარა და საძირკველი კი დაზიანებულია.
კორპუსში შესახლებული 18 ოჯახის თქმით, მათი ბინის პირველ და მეორე სართულზე უკვე წლებია, დევნილები ვეღარ ცხოვრობენ, რადგან წყლით სავსე სარდაფებიდან სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან და მოსახლოებას საფრთხეს უქმნიან.
მოსახლოებას სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს, რადგან იმის გამო, რომ კორპუსის საკანალიზაციო ქსელი მწყობრიდანაა გამოსული, ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. ამორტიზირებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არჩევნების დროს, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ კეთილმოწყობილ კორპუსში გადასახლებას ჰპირდებოდნენ.
მოსახლეობის თქმით, არასაცხოვრებელი პირობების გამო, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. 22 წელია, ხელისუფლება გვატყუებს და გვეუბნება, რომ ხვალ, ზეგ და მაზეგ გაძლევთ ბინებსო, მაგრამ ყოველთვის იტყუებიან. არ ვიცი რა ვქნათ, გველები და თაგვები გვესევიან თავზე. იქნებ ვინმემ რამე გვიშველოს“, - აცხადებს დევნილი ნათელა ნოზაძე.
პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან ლტოლვილთა სამინისტროში. უწყების განცხადებით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში დასრულდება იმ ობიექტების მშენებლობა, სადაც დევნილებს შესახლდებიან. ქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ დევნილი ოჯახების საკანალიზაციო ქსელის პრობლემების შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.