Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფერმერებს მოსავლის დაზღვევა შეეძლებათ

თარიღი : 25-09-2014, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარინა მორგოშია და "აგროდაზღვევის პროექტის" ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე იმერეთის გუბერნატორს, რეგიონის გამგებლებს, სოფლის რწმუნებულებს და ფერმერებს შევხდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს.
"აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში აქტიურად ვხვდებით რეგიონალურ წარმომადგენლებს, ასევე ფერმერებს და მოვუწოდებთ მას პროექტში ჩაერთონ. მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში და მოსავალი დააზღვიონ ჭარბ ნალექზე, ასევე სეტყვაზე, ქარიშხალზე და საშემოდგომო ყინვაზე,"- ამბობს მარიანა მორგოშია.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილი ამბობს, რომ იმერეთისთვის აგროდაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია.
"დღეს გეგმიური შეკრება მაქვს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობს განვიხილავთ. ასევე, დღეს მოვისმენთ ინფორმაციას აგროდაზღვევასთან დაკავშირებით და მე ფიქრობ, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერების სიმწირე გამოწვეულია იმით, რომ სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. დაზღვევა ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ გრძელვადიანი პროგრამით დააბანდონ თანხა აგროსექტორში, რაც იმერეთის რეგიონისთვის, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ძალიან მნიშვნელოვანია."– აცხადებს მეფარიშვილი.
აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვეო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.


ნანახია: 1788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას იმერეთის 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს
შეხვედრის დროს, დარიგდა სპეციალური საცნობარო ლიტერატურაც.

ამინდი