Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვერდიქტი და თერჯოლაში მეზობლებს შორის მომხდარი გარჩევის ტრაგიკული შედეგი

თარიღი : 24-09-2014, 17:20 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.

ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სამსახურის ადვოკატები მუშაობდნენ, 2013 წელს თერჯოლაში მომხდარ მკვლელობას ეხება. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ბ.ს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაასამართლა და მას სასჯელის ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბ.ს.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. მკვლელობა კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს შორის ჩხუბით დაიწყო.
„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ძმას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივე მხარე ნასვამ მდგომარეობაში იყო. თერჯოლის ცენტრში დიწყო საქმის გარჩევა და შემდეგ ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა. იყო გინება. ბრალდებულმა თავდაცვის მიზნით დანა გამოიყენა. ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირი გარდაიცვალ, მეორე კი სავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბ.ს.-ს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ბრალდებულმა დახმარებისათვის ჩვენს სამსახურს მიმართა. ამბობდა, რომ მკვლელობის მცდელობა არ ჰქონდა. ჩვენ ვურჩიეთ, რომ მისი საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მოეთხოვა,“ - ამბობს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს უფროსი გელა სიორდია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვა გასული წლის ოქტომბერში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულის განცხადებით, ის მომხდარს განიცდიდა, თუმცა აქვე აღნიშნავდა, რომ იმ სიტუციაში სხვაგვარად მოქმედება არ შეეძლო, რადგან დაზარალებულები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ფიზიკური მონაცემებით მას ბევრად აღემატებოდნენ.
სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ბრალდების მხარე მომხდარის შედეგებზე ამახვილებდა ყურადღებას და აცხადებდა, რომ ბრლდებულის მოქმედებით ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე სიკვდილს ექიმების ჩარევით გადაურჩა. შესაბამისად, პროკურატურას მიაჩნდა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელი მკაცრი უნდა ყოფილიყო.
„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა. შეჭირვებული ოჯახიდან იყო და კომპიუტერების შეკეთებით ირჩენდა თავს. გაანცხადა, რომ იმ ღამით, მისი ძმის მოსვლამდე არ დაიძინა, რადგან მის ძმას კარგი სიმთვრალე არ ჰქონდა. დანა იმიტომ აღმოაჩნდა, რომ კომპიუტერის შეკეთებით იყო დაკავებული. ნაფიცმა მსაჯულებმა გაითვალისწინეს საქმის გარემოებები და ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა,“ - ამბობს გელა სიორდია.

ცნობისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:
• უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
• სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენა;
• საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის;
• საადვოკატო მომსახურება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;
• დამცველის მომსახურება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, რომელსაც შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს.


ნანახია: 1853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებული პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატის დახმარებით არასრულწლოვანი ბრალდებული დაპატიმრებას გადაურჩა.

ამინდი