Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 24-09-2014, 15:46 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს.



1. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ისჯება კრედიტის უკანონოდ მიღება ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ასი ათას ლარს.
2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

3. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რამდენ თვეს შეადგენს ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.

4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რამდენ წელია განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად: განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

5. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს წვრილმანი ხულიგნობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად: წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.


ნანახია: 2117-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს მომხმარებლის ან ბანკის მოტყუება კრედიტის აღების მიზნით? რომელი რიგის მემკვიდრეებს ერგებათ
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა? თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა? -თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს არასრულწლოვნის დათრობა, ცივი იარაღის ტარება ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის გარეშე

ამინდი