კრისტალის საზაფხულო სკოლა და კომპანიაში დასაქმებული ახალგაზრდები
თარიღი : 24-09-2014, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

“დღეს უნდა იყო იმაზე მეტი, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ეს არის ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,“ - ამგვარად გახსნა საზაფხულო სკოლის გამოსაშვები ღონისძიება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მანუჩარ ჩიტაიშვილმა.
მიმდინარე წელს ორგანიზაციის საზაფხულო სკოლამ 45 სტუდენტს ერთი თვის განმავლობაში სწავლების კურსი დაუფინანსა, ხოლო საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები როგორც „კრისტალში“, ისე სხვა ფინანსურ დაწესებულებებში უკვე დასაქმდნენ.
„საზაფხულო სკოლა სამ ქალაქში 15 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სკოლის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საფინანსო მარკეტინგული უნარების გადაცემა. საზაფხულო სკოლა უკვე მეორედ ჩატარდა. მომდევნო წელს კი სკოლის 5 ქალაქში ჩატარებას ვაპირებთ, რადგან ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,“ - ამბობს მანუჩარ ჩიტაიშვილი.
„კრისტალი“-ს საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ ერთი თვის განმავლობაში საკუთესო ტრენერებთან და საუკეთესო გუნდთან ერთად იმაზე მეტი ისწავლეს, ვიდრე საბანკო საქმეა.
„მე უკვე წარმატების კიბესთან ვდგავარ. ჩემი ყველა გეგმა „კრისტალ“-ს უკავშირდება. არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან ეს არის ჩემთვის ყველაფერი,“ - ამბობს საზაფხულო სკოლის მონაწილე მარიამ ედიბერიძე.
„კრისტალი“ წარმოადგენს დინამიურად მზარდ, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.
კრისტალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის: მიკრო, საშუალო და აგრო სესხებს დამწყები და მოქმედი ბიზნესისათვის; სარემონტო და სამომხმარებლო სესხებს, ვალუტის გაცვლის ოპერაციებს, გზავნილებს, კომუნალური გადახდის მომსახურებას და ა.შ.
კრისტალი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქუთაისში (დასავლეთ საქართველო), ძირითადად ორიენტირებულია რეგიონებსა და მოშორებულ ადგილებში მოღვაწე მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებაზე. 2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის სესხის პორთფელის თითქმის 65% კონცენტრირებულია სასოფლო რეგიონებში, ხოლო თბილისში გაცემული სესხების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 3%-ს.
7.2%-იანი საბაზრო წილით, კრისტალი წარმოადგენს სიდიდით მე-2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საქართველოში რეგისტრირებულ 61 დაწესებულებას შორის.
R