Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ტაქსის მძღოლის წამებით მკვლელობაში ბრალდებულები განაჩენს ასაჩივრებენ

თარიღი : 23-09-2014, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ჭიათურაში, გასული წლის 12 აგვისტოს წამებით მოკლული ტაქსის მძღოლის ამირან თაბაგარის საქმეზე ბრალდებულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაბაგარის მკვლელობაში ბრალდებულ ორ პიროვნებას, ტყუპ ძმებს გაგა და გოგა სოფრომაძეებს 20- 20 წლით, ხოლო ნოდარ თოდაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გაგა და გოგა სოფრომაძეების მამა კობა სოფრომაძე აცხადებს, რომ საქმეში სერიოზული დარღვევებია. სოფრომაძეებს პრეტენზიები გამოძიებასთან აქვთ და აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოები საქმის დეტალებით არ დაინტერესდნენ. კერძოდ, ის, რასაც გარდაცვლილის ოჯახი თაბაგარის მდგომარეობასთან დაკავშირებით აკეთებდა, ბოლომდე სწორი არ არის.
პირველივე დღიდან ითქვა, რომ გარდაცვლილს თვალები ამოთხრილი, კატანკა გაყრილი, მუცელი გამოფატრული ჰქონდა. თავი გახეთქილი იყო, მაგრამ ადგილზე სისხლი არ მოჩნდა. ამ ამბის შემდეგ ჩემმა მეუღლემ თავი მოიწამლა. მე ცუდად ვიყავი, მამაჩემს ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. საქმე გადახედვას საჭიროებს,“ - ამბობს კობა სოფრომაძე.

ამირან თაბაგარის ცხედარი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ კაცხის ტყეში ნაწამები იპოვეს.


ნანახია: 2124-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაბაგარის მკვლელობაში ბრალდებულ ორ პიროვნებას 20 წლით, ხოლო ერთს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა
"ტყუპმა ძმებმა და მათ მეგობარმა ტაქსის მძღოლი წამებით მოკლეს"
პატიმრის უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტაქსის მძღოლის ყაჩაღობას ედავებიან, რაც სიმართლეს არ
მოსამართლემ ფარტენაძის თანამესაკნეები ბრალდებულად სცნო და შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილი 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით
მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილის დედა ფატიმა ჯორბენაძე. მისი თქმით, საცერაძე კანონის უმკაცრესი ზომით უნდა
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

ამინდი