Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დედა თამარმა შიმშილობა დაიწყო

თარიღი : 23-09-2014, 16:59 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი დედა თამარი შიმშილობას იწყებს და საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ვეფხია ოდიშარიას გადადგომას ითხოვს.
„შიმშილობას ვიწყებ არა იმიტომ, რომ მე მომექცნენ უდიერად, არამედ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები დავიფარო მსგავსი უსულგულო ჩინოსნების მოქმედებებისგან. დღეს დილით ცუდად გავხდი, დავრეკე საპატრიარქოს საავადმყოფოში და რეცეპტის გამოწერა ვითხოვე. ვეფხია ოდიშარიამ კატეგორიული უარი განმიცხადა - აქ, მობრძანდით, ფულს არ გადაგახდევინებთ, სხვაგვარად რეცეპტს ვერ გამოგიწერო. ვეუბნები - ფეხზე ვერ ვდგები, მწოლიარე ავადმყოფი ვარ, მოსვლა რომ შემეძლოს, მოვიდოდი. ჩემი ავადმყოფობის ისტორია მანდ გაქვთ, რეცეპტს ვითხოვ, წამალს ხომ არა? დირექტორიც აქ არის და ვერ გამოგიწერთ რეცეპტს, გნებავთ პატრიარქმა გაიგოს და გნებავთ, ჯანდაცვის მინისტრმაო. მთელი დღის განმავლობაში მაწამა. დღის ბოლოს, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ჩარევის შემდეგ გამომიგზავნეს ექიმი და ადგილზე გამომიწერეს რეცეპტი. წარმოიდგინეთ, მე მონაზონს რომ ასე მომექცევიან საპარტიარქოს საავადმყოფოში, რიგით ადამიანს რას უზამენ? ასე ხომ პაციენტი შეიძლება დაიღუპოს?“ - განუცხადა დედა თამარმა „ქრონიკა+“-ს.


ნანახია: 5290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უგონო მდგომარეობაში მყოფი დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი 4 წლის შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს.სერთიფიცირებული პედაგოგის მარინა მიქაბერიძის თქმით,
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში პაციენტი არ მიიღეს. ფოთიდან მომავალ პაციენტს, რომელსაც მართვითი სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა,