Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩინური კომპანია ქუთაისში საკუთარი ინდუსტრიული ზონის გახსნას გეგმავს

თარიღი : 22-09-2014, 20:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ოლიმპიური სოფლის’’ მშენებელი ჩინური კორპორაცია ,,ხუალინგი’’ ქუთაისში საკუთარი ინდუსტრიული ზონის გახსნას გეგმავს.

როგორც „ხუალინგის“ ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დათანხმდა „ხუალინგისთვის“ ქუთაისში ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას. მათი ინფორმაციით, ზონის სტატუსის პირობებთან დაკავშირებით უკვე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.

როგორც ჩინური კორპორაციის ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, ინდუსტრიულ ზონაშ იგეგმება სხდასხვა მიმდინარეობის გადამამუშავებელი და მცირე საწარმოების მშენებლობა. რაც შეეხება ამ კუთხით განსახორციელებელ ინვესტიციას, მათი ინფორმაციით ეს ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის,რადგან ყველაფერი იმ პირობებზეა დამოკიდებული, რასაც ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით, ინვესტორების მხრიდან ინტერესი უკვე ფიქსირდება, მათ შორის ჩინური კომპანიების მხრიდან. „თუმცა როდესაც ზონის სტატუსი მოგვენიჭება, ინვესტროების მხრიდან ინტერესი ბევრად გაიზარდება“–აცხადებენ „ხუალინგში“. მათვე განცხადებით,ზონას გათვლა ამიერკავკასიის ქვეყნებზე ექნება.


გარდა ამისა, როგორც „ხუალინგში“ აცხადებენ,ამ ეტაპზე უკვე მოქმედებენ შენობების გადახურვის მასალების მწარმოებელი და ავეჯის მწარმოებელი საწარმოები. მათი განცხადებით, ოლიპიური სოფლის 9–ე კორპუსი ამ ავეჯით იქნება აღჭურვილი. მათი განცხადებით, აღნიშნულ საწარმოებში უკვე დასქმებულია 300 ადგილობრივი. „ეს არის ადგილობრივი წარმოება, უბრალოდ ჩამოტანილი იქნა ჩინური ხაზი. ჩამოსულები იყვნენ ჩინელი ტექნიკოსები, რომლებმაც ქართველები დაატრენინგეს“–აცხადებენ „ხუალინგში“.

წყარო: commersant.ge


ნანახია: 1788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, ავტოქარხნის
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.
ქობულაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში პროდუქციის წარმოება 2010 წელს დაიწყო. ზონაში ძირითადად უცხოური კომპანიები არიან და საყოფაცხოვრებო

ამინდი