წყალტუბოს რაიონში 87 წლის ქალბატონი 22 წელია ვაგონში ცხოვრობს [PHOTO]

წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში მცხოვრები 87 წლის ჟენია ჯიშკარიანი, რომელსაც 4 შვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, 20 წელზე მეტია, 4 კვ.მ რკინის ვაგონში ცხოვრობს.
სოციალურად დაუცველი ქალბატონი აცხადებს, რომ ათეული წლების წინ საცხოვრებელი სახლი დაეწვა, იმის შემდეგ კი ბინა ვაგონში დაიდო.
რკინის კონსტრუქციის ამორტიზირებულ ფარდულში მცხოვრებ მოხუცს სოციალური დახმარება, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე თვის წინ, მისთვის უცნობი მიზეზით მოუხსნეს, რის გამოც მას საკვებსა და მედიკამენტებში ყოველთვიური პენსია აღარ ყოფნის.
სოფლის უხუცესი ქალბატონი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთხოვს.
"4 შვილი მყავს მკვდარი. შვილების და მეუღლის გარდაცვალების ტრაგედიას ის უბედურება დაემატა, რომ სახლი დამეწვა. 1992 წლის შემდეგ ამ რკინის ვაგონში ვცხოვრებ. ზამთრობით ძალიან მცივა, ვაგონი უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ როცა თოვს, საწოლშიც მათოვს. დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს შეჩვეული ვარ, მაგრამ რომ მოვკვდები, იმის მეშინია, სად უნდა დამასვენონ, ამ ვაგონში სასახლეც კი არ დაეტევა", - აცხადებს ჟენია ჯიშკარიანი.
წყალტუბოს გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნების პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და მას დრო და დრო ეხმარებიან. როგორც გამგეობაში topnews.com.ge-ს განუცხადეს, მსგავსი უსახლკარო წყალტუბოს რაიონის მასშტაბით 25 ოჯახია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ეტაპობრივად დაეხმარებიან.

![წყალტუბოს რაიონში 87 წლის ქალბატონი 22 წელია ვაგონში ცხოვრობს [PHOTO] წყალტუბოს რაიონში 87 წლის ქალბატონი 22 წელია ვაგონში ცხოვრობს [PHOTO]](/photo/news/1411226757.jpg)