დასუფთავების საერთაშორისო აქციას ქუთაისშიც შეუერთდნენ
თარიღი : 20-09-2014, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა. ქალაქის ერთ-ერთი უბანი ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრციის თანამშრომლებმა დაასუფთავეს. აქციაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
დღესვე ფიზიკა- მათმატიკური, კერძო სკოლა "გონი"-ს, 23-ე, მე-9 და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის ორგანიზებით მოეწყო.
ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World) გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებშია დაფუძნებული. დასუფთავების აქცია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე დაიტანეს.