იპოთეკარები ხელისუფლებას სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას მოუწოდებენ
თარიღი : 11-09-2013, 13:59 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან მყოფი იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით ანალოგიური პრობლემის მქონე სხვა მოქალაქეებიც შეურთდნენ.
იპოთეკით დაზარალებულები სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიას შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან არსებული იქნება და მოქალაქეთა განცხადებით, მან იპოთეკარების საქმეები უნდა გამოიძიოს.
შეგახსენებთ, რომ დაზარალებული მოქალაქეები პარლამენტთან უკვე მე-8 დღეა შიმშილობენ. ისინი გამოსახლებების შეჩერებასა და გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემას ითხოვენ. დღეს ცუდად გახდა ერთ-ერთი მოშიმშილე და მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.