სოფელი, სადაც ელექტრო ენერგია არასდროს ყოფილა

ხარაგაულის რაიონის სოფელ პატარა სახვლარში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში ელექტრო ენერგია არასოდეს ყოფილა. სოფელში ამ დრომდე 5 ოჯახი შემორჩა, რომელთა თქმითაც, მათვის ყველაზე საჭირო ნივთები ნახშირის უთო, ლამფა და რადიოა.
„პირველიყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ. გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილები ვართ. ნახშირის უთოთი ვაუთოვებთ ტანსაცმელებს. ტელევიზორისათვის უკვე რამდნეიმე ათეული წელია აღარ მიყურებია. ამ სოფელში, რომ ამოხვიდე 5 კმ ფეხით უნდა იარო. დახმარებას ვითხოვთ ხელისუფლებისგან, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ანთებულ ნათურაზე ოცნებობდე.“- აცხადებს ნინელი ტაბატაძე.
ხარაგაულის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმირებულები არიან.
„გზის შეკეთებაზე პერიოდულად ვზრუნავთ, რომ ოჯახებამდე მისასვლელი გზა გაუვალი არ იყოს. ელექტრო ენერგიას, რაც შეეხება, სამთავრობო დონეზე შემუშავებულია პროგრამა და ოჯახებზე მოხდება ალტერნატიული ენერგიის ე.წ მზის ბატარეების დამონტაჟება.“- აცხადებს ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.