"ადამიანები, რომლებიც ვალში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, შესაძლოა ვითარების ცუდად წაყვანას შეეცადნონ"
თარიღი : 18-09-2014, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე, რომელიც მერიაში გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს აკვირდება, აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორიცაა ვიცე-მერი, სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი და ასე შემდეგ, წინა ხელისუფლების კადრები არ უნდა მოხვდნენ.
ქათამაძის თქმით, ის კონკურსსა და ატესტაციას ნდობას უცხადებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ადამიანები უკმაყოფილო დარჩნენ. დეპუტატი თვლის, რომ პროფესიონალი კადრები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა დაისაჯნონ, თუმცა ნატო ქათამაძე იმასაც არ გამორიცხავს, რომ მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოყვანილმა კადრებმა დესტრუქციული ვითარების შექმნას და ქუთაისის მერიაში სამუშაო პროცესის ცუდად წაყვანას შეეცადნონ.
"რადგან ეს ადამიანები ვალში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". მე კარგად მახსოვს პერიოდი, როდესაც "ნაციონალების" ხელის ბიჭები მერის ნუგზარ ფალიანის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს მართავდნენ და 2006 წლის არჩევნების შემდეგ, მერიაში ახალი კადრები მოიყვანეს. მხოლოდ 1-2 ადამიანი თუ დატოვეს ძველი კადრი. პროფესიონალი კადრები მუდმივად შიშში არ უნდა იყვნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამსახურს დაკარგავენ. ატესტაციისა და კონკურსის მიმართა უნდობლობის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ ვიღაც დარჩეს უკმაყოფილო. ამ შემთხვევაში მე მზად ვარ დავიცვა მათი უფლებები, მაგრამ შეურიგებელი ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ ზონდერები. ქუთაისის მერიაში პროფესიონალები უნდა მოვიდნენ და ყავის სმით, სოციალურ ქსელებში გართობითა და ჭორაობით არ უნდა იყვნენ დაკავებული," - ამბობს ქათამაძე.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგები მიმდინარე წლის სამი ნოემბრისათვის უნდა გახდეს ცნობილი. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიაში შტატით გათვალისწინებული 350 თანამშრომელი იმუშავებს, ხოლო 35–ს ხელშეკრულება გაუფორმდება. ამჟამად მერიაში 503 შტატიანი, ხოლო 137 უშტატო თანამშრომელი მუშაობს.