მოშიმშილე პატიმრის ახლობლები: სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებთ
თარიღი : 17-09-2014, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქიას ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის რომეო პერტაიას ოჯახის წევრები ატარებენ. პერტაიას ახლობლების განცხადებით მსჯავრდებული უკვე 25 დღეა რაც შიმშილობს, მათი თქმით პერტაია ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის ლევან ქარდავას მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული. პერტაიას ახლობლები საქმის გადახედვას ითხოვენ. მსჯავრდებულის ახლობლების ინფორმაციით მიუხედავად იმისა რომ პერტაია თითქმის ერთი თვეა რაც შიმშილობს, მასთან, არც სახალხო დამველი და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები არ დაინტერესებულან მისი მდგომარეობით.
" თუ ციხეში მოკვდება, ცხედარს ზუგდიდის სამმართველოს წინ დავასვენებთ და ოჯახის წევრები იქვე თვითმკვლელობით დავასრულებთ სიცოცხლეს," - აცხადებენ პერტაიას ახლობლები
" თუ ციხეში მოკვდება, ცხედარს ზუგდიდის სამმართველოს წინ დავასვენებთ და ოჯახის წევრები იქვე თვითმკვლელობით დავასრულებთ სიცოცხლეს," - აცხადებენ პერტაიას ახლობლები