ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს მომდევნო დღეებში სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება
თარიღი : 16-09-2014, 21:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს მომდევნო ორი დღის განმავლობაში სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება.
როგორც "კობრა - ჯორჯიას" ინჟინერი ლევან წურწუმია აცხადებს, თამარ მეფისა და მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე წყლის სისტემის დაქლორვითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რის გამოც წყალი სასმელად დროებით უვარგისი იქნება.
"თამარ მეფის, უზნაძის, ჯიბლძის, ხახალეიშვილისა და ტაბიძის ქუჩის მეორე შესახვევში მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი რამდნეიმე დღე მიეწოდება. აღნიშნულ ქუჩებზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასვნით ეტაპზეა, ამიტომაც მილების დაქლორვა მოხდება."- აცხადებს ლევან წურწუმია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოები აზიის განვითარების ფონდმა დააფინანსა და სამუშაოები 26 მილიონი ლარი დაჯდა.