ქართული ოცნების მომხრეები ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ
თარიღი : 15-09-2014, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.
ვადამდელი არჩევნებს ჩატარებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ ითხოვს, რომელიც „ქართული ოცნების“ მომხრეებით არის დაკომპლექტებული.
ორგანიზაციის თავმჯდომარის მერაბ შათირიშვილის განცხადებით, მათთვის მიუღებელია კინკლაობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. შათირიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა ხალხის იმედები ვერ გაამართლა.
აქციის მონაწილეები ქუთაისიდან თბილისში ჩასვლას ფეხით მსვლელობით, ხოლო დასკვნითი აქციის გამართვას 23 სექტემბერს, მთავრობის სახლის წინ გეგმავენ.