ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირი კომაში იმყოფება
თარიღი : 15-09-2014, 10:56 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი პირი მკურნალობის კურსს კლინიკურ საავადმყოფოში გადის.
შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი პირებიდან ერთის მგდომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო.
„ერთ-ერთი მათგანი კომაში იმყოფებოდა. სასწრაფოს სამი ბრიგადა მუშაობდა იმისათვის, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაეყვანა. 18-19 წლის ბავშვები იყვნენ. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ,“ - ამბობს სამსახურის მენეჯერი მაია რუხაძე.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.