"იმერეთში არის სოფელი, სადაც მოსახლეობა უწყლობით იხოცება"
თარიღი : 14-09-2014, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის სოფელ მიწაწითელის მოსახლოება დახმარებას ითხოვს.
მოსახლოების განმარტებით, ისინი წლებია, სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ სოფლის პროგრამის ფარგლებში წყლის სისტემა გაიყვანეს, თუმცა ქსელში წყლის გაშვების შემდეგ მილები გასკდა და იმ დღიდან სოფელს წყალი აღარ მიეწოდება.
"21-ე საუკუნეში, თუ წყალი შეიძლება ადამიანისთის ვინმეს დაემადლებია, არ ვიცოდი. წლების წინ, მილები გაიყვანეს, მაგრამ საქმე ისე გააკეთეს, რომ მალევე გაფუჭდა. ამ მთავრობაზე მტერი იქნა დამოკიდებული და ამიტომ ჭის წყალს ვიყენებდით, მაგრამ ახლა სოფელში არსებული ყველა ჭა დამშრალია და ამიტომ ვართ გაუსაძლის დღეში. ამ სოფელში ვინმე რომ დააცემინებს, სიცოცხლის ნაცვლად, ერთმანეთს ერთი ვედრო წყალიო, ასე ვეუბნებით. მინდა გაიგოს ყველამ იმერეთში არის სოფელი, სადაც მოსახლეობა უწყლობით იხოცება", - აცხადებს ადგილობრივი ჯუმბერ გოგისვანიძე.
მიწაწითელში არსებულ წყლის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია წყალტუბოს გამგეობა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გენადი ბალანჩივაძის თქმით, ისინი უახლოეს პერიოდში პრობლემას მოაგვარებენ.