"ისეთი ადამიანი არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე, ვინც შეგნებულად იყო ზონდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ"
თარიღი : 13-09-2014, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ამ პერიოდის განმავლობაში მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კადრების შერჩევა კონკურსის გზით მოხდება, თუმცა მანამ პრეტენზიები თვითმმართველობაში ამ დროისათვის დასაქმებული კადრების მიმართაც არსებობს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მიქაძე აცხადებს, რომ კადრები ატესტაციის გზით შეირჩევა და საზოგადოება ახალ პიროვნებებს ვერ შექმნის, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული შეგნებულად აქვთ ჩადენილი, თანამდებობებს უნდა ჩამოშორდნენ.
„ისეთი ადამიანი არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე ვინც შეგნებულად იყო ზონდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები დღესაც იკავებენ თანამდებობებს თუმცა ისინი „ქართული ოცნების“ რეკომენდაციით არ არიან დანიშნული,“ - ამბობს მიქაძე.
კოალიციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათი წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ მერიის საფინანსო
რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიაში შტატით გათვალისწინებული 350 თანამშრომელი იმუშავებს, ხოლო 35–ს ხელშეკრულება გაუფორმდება. ამჟამად მერიაში 503 შტატიანი, ხოლო 137 უშტატო თანამშრომელი მუშაობს.