ქუთაისის მე-9 სკოლის მასწავლებლები ახალ დირექტორს უპირისპირდებიან
თარიღი : 12-09-2014, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მასწავლებლები ახალ დირექტორს უკანონოდ არჩეულს უწოდებენ.
სკოლის მოქმედი დირექტორის, პედაგოგებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების თქმით, გუშინ ჩატარებული საჯარო სკოლის დირექტორების არჩევისას, ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
პედკოლექტივის თქმით, რესურსცენტის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის დავალებით უკანონოდ ზვიად გორგოძე დანიშნა.
"ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს გორგოძესთან, უბრალოთ ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლობას. სამეურვეო საბჭოს ეს ადამიანი არ აურჩევია და დირექტორად რატომ უნდა დაინიშნოს ამას ვერ ვხვდებით", - აცხადებს პედაგოგი ირინა კუჭუხიძე.
პედაგოგების ბრალდებებს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე ეხმაურება.
მისი თქმით, ყველა საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორის არჩევა ვერ მოხდა, თუმცა არჩევნები შედგა, დირექტორები განათლების მინისტრმა დანიშნა.