Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შემთხვევა ვანში- 'ათამდე ნასვამი სამართალდამცველი შემოვარდა და ყვირილი ატეხა'

თარიღი : 12-09-2014, 09:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სოფელ გორას მაცხოვრებელი აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები მათ ოჯახებში დადიან და რამდენიმე დღის წინ, სოფელში მომხდარი ყაჩაღობის საკუთარ თავზე აღებას მოსახლეობას სთხოვენ.

„ათამდე სამართალდამცველი შემოიჭრა ეზოში, დაიწყეს ჩხრეკა და ამბობდნენ, რომ რამდენიმე დღის წინ, არველაძეების ოჯახიდან წაღებულ ნივთებს ეძებდნენ. მე ვუთხარი, რომ არც არაფერი წამიღია და არც არაფერი ჩამიდენია. მათ განმიცხადეს, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებდი, პლანს ჩამიდებდნენ და მაინც დამიჭერდნენ. ამ დროს, ჩვენს ლაპარაკს ახალგაზრდა ბიჭები შემოესწრნენ, რომლებიც თხილის კრეფიდან მოდიოდნენ. ისინი მანქანაში ჩასვეს და როგორც შემდეგ მითხრეს, გამეტებით სცემეს. სოფლის მოსახლეობა სამართალდამცველების მიერ შეშინებულები ვართ და დახმარებას ვითხოვთ", - აცხადებს გაგა კაპანაძე.

როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველები ნასვამები არ ყოფილან და მათზე არც ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.

უწყების თქმით, სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრება საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა.


ნანახია: 3321-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე სამართალდამცველი სცემდა.
ემზარ ქუთეთალაძე, რომელიც აღნიშნული სოფლის მკვიდრია, აცხადებს, რომ 5 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს მის ეზოში ქვები ცვიოდა,

ამინდი