Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?

თარიღი : 11-09-2014, 20:25 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ყოფილი გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა თანამდებობაზე აღადგინა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ის ბრძანება გააუქმა, რომლითაც ვედმედევა თეატრიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისათვის ხატია ვედმედევა თეატრში დასაბრუნებლად ემზადება. ვედმედევა ქუთაისელმა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ქუთაისის მერის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება გააჟღერა და თავისი პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზეც ისაუბრა. თუმცა ვედმედევას მიმართ ინტერესი მხოლოდ ამით არ ამოწურულა. ასეთივე ინტერესს იმსახურებდა მისი საქმიანობა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ვედმედევამ ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებისთანავე განაცხადა, რომ ქუთაისის ოპერა ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცეოდა. რის შემდეგაც ოპერაში აქტიური შემოქმედებითი პროცესი დაიწყო. თუმცა მოგვიანებით თეატრის გენერალურ დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის ისევ ოპერის გარშემო დაწყებული უთანხმოება ვედმედევას ოპერიდან გათავისუფლებით დასრულდა. სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ კი მისი გადაწყვეტილება ხატია ვედმედევას შელახული იმიჯით ახსნა.

Topnews.com.ge-მ გადაწყვიტა ხატია ვედმედევას წარსულისა და მის მიერ ქუთაისის ოპერის გენერალურ დირექტორობამდე გავლილი გზის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებინა. სააგენტოს მიერ სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია არა მარტო ხატია ვედმედევას პიროვნებისა და მისი წარსულის შესახებ საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს, არამედ ოპერის თეატრის მიმართ ვედმეევას მხრიდან გამოხატული ინტერესი და სიყვარულიც საზოგადოებისათვის ნათელი გახდება.

„ხატია ვედმედევა ძირძველ ქუთაისურ ოჯახში გაიზარდა. არის ღირსეული პიროვნების, პეტრე ვედმედევის შვილიშვილი, რომელმაც სახელოვან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად საქართველოში საბალეტო სკოლისა და სასწავლებლის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი და სასწავლებელს მისი კუთვნილი სახლი დაუთმო. ხატიას ბიძა ალექსანდრე ვედმედევი, რომელიც უძლიერესი ბოლერონია, 18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ოდესაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. ამჟამად მოღვაწეობს ამერიკაში, სადაც ერთ-ერთი უძლიერესი ქორეოგრაფიული აკადემიის რექტორია. ხატიას მამიდა ტატიანა ვედმედევა საპენსიო ასაკამდე ოპერის თეატრში ბალეტის წამყვან სოლისტად მუშაობდა. ხატიას მამა ვლადიმერ ვედმედევი ოპერის თეატრის საბალეტო დასში წამყვანი სოლისტი იყო. ხოლო დედა რუსუდან მამასახლისი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და მღეროდა ოპერის თეატრში. ამ თეატრში აიდგა ფეხი და კულისებში მის დასთან ერთად გაიზრდა ხატია. ხატიას და მაია ვედმედევა-კინწურაშვილი კლინიკა „ლჯ“-ში ერთ-ერთ წამყვან ოჯახის ექიმად ითვლება და ხარისხდაცულია.

ხატია ვედმდევას კი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში არაერთხელ უსახელებია თავისი ქალაქი. იყო წარჩინებული მოსწავლე. აქტიურ მონაწილოებას იღებდა და იმარჯვებდა ტურებსა და ოლიმპიადებში. ქალაქში მოწყობილ ყველა ღოინისძიებას ხატია ხსნიდა. დაჯილდოვებული იყო სიმღერისა და ცეკვის ნიჭით.

1990-იან წლებში მშობლებმა ხატია მის დასთან ერთად განათლების მისაღებად მოსკოვში წაიყვანეს, რადგან საქართველოში ამ დროს არეულობა იყო. ხატიამ მოსკოვში ოქროს მედალზე დაასრულა საშუალო სკოლა და ამის შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე. აღნიშნული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში მეორე ფაკულტეტად მუნიციპალური მართვა აირჩია.

მოსკოვში ორი წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო საქართველოში და თავისი ცოდნა და გამოცდილება თავისი ქვეყნისა და ქუთაისისთვის გამოეყენებინა. ეს უმცირესი ნაწილია ხატიას მიერ გავლილი გზის შესახებ და მასზე, როგორც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქალბატონზე ბევრი კარგის თქმა შემიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ხატიამ შეძლო და მისი მისვლისთანავე ოპერის თეატრს, რომელიც საკონცერტო თეატრად იყო გადაქცეული, თავისი სრული სახელწოდება დაუბრუნა,“ - აცხადებს წყარო.

ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, თეატრისათვის ახალი სისხლის გადასხმისა და კვლავ აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.


ნანახია: 3698-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის ხატია ვედმედევას თქმით, ბევრი დარღვევა ფიქსირდება. კერძოდ, თეატრის სახელფასო ფონდიდან რაც
ოპერის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ სასამართლოსთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაახლოებით ორი დღის წინ, ქუთაისში,
ვედმედევას თქმით, ოპერის თეატრის ყოფილმა დირექტორმა თეატრს 700 კვადრატი დაუკარგა და ასევე თანხები არამიზნობრივად დახარჯა.

ამინდი