"არა ტერორიზმს", -ქუთაისში ამერიკაში 13 წლის წინ მომხდარი ტრაგედია დაგმეს
თარიღი : 11-09-2014, 00:51 | კატეგორია: ახალი ამბები

"არა ტერორიზმს! ”- 11 სექტებრის დადგომისთანავე ქალაქ ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში და ზესტაფონში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა" სოლიდარობის აქცია მოაწყო. აქცია 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გაიმართა. აქციის მონაწილეები გმობენ ტერორიზმს. სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა ჯამში 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ცნობისთვის, 13 წლის წინ ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას 2819 ადამიანი ემსხვერპლა.