ქუთაისის მერიამ ავარიული სახლების გადახურვის ახალი გზა იპოვა
თარიღი : 10-09-2014, 23:13 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ღატაკის სტატუსის მქონე ოჯახებისთვის გამიზნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში 33 სახლი გადაიხურა. ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აღნიშნული სტატუსის ოჯახებს გადასახური მასალით უზრუნველყოფს.
დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ პროგრამის მონიტორინგი განახორციელეს.
,,პროექტი წარმატებულია, სამუშაოებიც საკმაოდ ხარისხიანად სრულდება. ეს პროგრამა არის სიახლე. ღატაკის სტატუსის მქონე ოჯახებს, ვისაც 57000 ქულას ქვემოთ აქვს ავარიულ სახურავებს მთლიანად ვუცვლით. მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები ამ პროგრამისთვის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ოჯახს დავეხმაროთ,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.