ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ გორდში კანიონის დასრულებული სამუშაოები ჩაიბარა
თარიღი : 10-09-2014, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში კანიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ობიექტი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა. ღარიბაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კანიონი იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია.

„პროექტი იდეის დონეზე ადრე არსებობდა, თუმცა მისი განხორციელება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა და სამუშაოები დაახლოებით 5 მილიონამდე დაჯდა. დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება. 80-მდე ადგილობრივი იქნება დასაქმებული. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას კანიონის ტერიტორიაზე მდებარე დადიანების სასახლის აღდგენის დაპირებაც მისცა.
ობიექტის გახსნას იმერეთის გუბერნატორი, გარემოს დაცვისა და ფინანსთა მინისტრები ესწრებოდნენ.