ღია კინოჩვენები ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით
თარიღი : 10-09-2014, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს იწყებს.
კინოჩვენები 16-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისში,1909 წელს ქუთაისში არსებული, ერთ-ერთი უძელესი კინოთეატრის „მონ პლეზირის“ ტერიტორიაზე, სადაც მაყურებლისთვის განთავსდება შეზლონგები.
კინოსეანსები ყოველდღე, 19:30 საათზე გაიმართება.
„ღია კინოჩვენებების გახსნაზე, მსოფლიო კინოს ისტორიის ამსახველი კინოკადრების ფონზე წარმოდგენილი იქნება კინომუსიკის მცირე კონცერტი სიმებიანი კვარტეტის შესრულებით, რომელიც მაყურებელს ვიზუალისა და მუსიკის შერწყმით განსხვავებული ფორმით გააცნობს კინოს ისტორიას, ცალკეული ჟანრებისა და მიმართულებების განვითარებას. ამ კინოჩვენებებზე ქუთაისელ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მსოფლიო კინოს შედევრებს, რაც ძალიან მნიშნელოვანია იმ ქალაქისთვის, სადაც თითქმის ორი ათეული წელი არ ფუნქციონირებდა კინოთეატრი და ახალი თაობა მსოფლიო კინოპროცესების მიღმა რჩებოდა. არანაკლებ საინტერესო იქნება ეს კინოჩვენები ძველი თაობის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც გაიხსენებენ ფელინის, ვისკონტისა თუ ტრიუფოს კინოშედევრებს,“ - აცხადებენ მერიის კულტურის სამსახურში.