Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 35 საბავშვო ბაღს 350 000 ლარი დაახარჯეს-მერის მონიტორინგი ბაღებში

თარიღი : 10-09-2014, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგი განახორციელეს.
ქუთაისის 35 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. შოთა მურღულიას განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ოცდათხუთმეტ საბავშვო ბაღში 350 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა. სრულად გარემონტდა სამზარეულოები, დამხმარე სათავსო ოთახები. ყველა შენობაში ცალკე გამოიყო და მოწესრიგდა სველი წერტილები ადმინისტრაციისათვის. 3 შენობა გადაიხურა მთლიანად. 4 შენობაში განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ბავშვთა რაოდენობის ზრდამ 4 საბავშვო ბაღში გამოიწვია 5 ახალი ჯგუფის გახსნა.
,,ბაგა-ბაღები ქალაქის ბალანსზეა, ვნახეთ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა, გავესაუბრეთ დირექტორებს.ამ დროისათვის ქუთაისში არსებულ 35 საბავშვო ბაღში სრული მზადყოფნაა აღსაზრდელების მისაღებად.არის ბაღები სადაც მცირე პრობლემებია. მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმის დროს ვეცდებით გავითვალისწინოთ ყველა პრობლემა რაც არსებობს. ჩვენ გვინდა ბავშვებს საუკეთესო გარემო ჰქონდეთ,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2050-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სწავლა 24 ივნისს შეწყდა. ორ საზაფხულო ბაგა-ბაღში კი 400 ბავშვია რეგისტრირებული.
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.
ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი