ქუთაისში გაფიცული მძღოლები ტრანსპორტის სამსახურის უფროსის წასვლას ითხოვენ
თარიღი : 11-09-2013, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, #1, #5 და #20 საქალაქო ხაზებზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები თავიანთი ტრანსპორტით კვლავ ქალაქის მერიასთან მივიდნენ.
მძღოლების განცხადებით, ქალაქში მგზავრთა ნაკადი იკლებს და ახალი სამარშუტო ხაზები იხსნება, რის გამოც მათ შემოსავალი აღარ აქვთ.
„საწვავსაც კი ჩვენი ფულით ვასხამთ უკვე. ხაქრჯებს ვეღარ ვუმკლავდებით. ამ ყველაფერს „ნაციონალები“ აკეთებენ. ისინი აწყობენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე ახალი ხაზების გაუქმებასა და მგზავრობის ღირებულების ზრდაზე არ გვაქვს საუბარი. მოვითხოვთ ქალაქის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატების გაშვებას და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის წასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მერია და საკრებულო ჩვენს მოთხოვნებზე რეაგირებას არ მოახდენს, აქედან არ დავიძვრებით,“ - აცხადებენ მძღოლები.
შეგახსენებთ, რომ #5 და #20 საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მერიას ტრანსპორტი ორი დღის წინაც ჩაუყენეს. თუმცა მაშინ მძღოლები მგზავრობის ღირებულების ზრდასა და ახალი ხაზის გაუქმებას ითხოვდნენ.