ქუთაისის სპორტულ დარბაზებში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
თარიღი : 9-09-2014, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ სპორტული გაერთინების ხელმძღვანელმა, კრივის და ფარიკაობის დარბაზები დაათვალიერეს. აღნიშნულ დარბაზებს რეკონსტრუქცია უტარდება. კრივის შენობაში საწვრთნელი პირობების გაუმჯობესებისათვის სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და ააიპ სპორტულ გაერთიანებათა დაფინანსებით ხორციელდება. ფარიკაობის დარბაზში იატაკი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი შეცვლა გადაწყდა.
,,სპორტში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია სპორტსმენებს შესაბამისი გარემო შვუქმნათ. კრივის და ფარიკაობის დარბაზები სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და სასწავლო საწვრთნელი პროცესიც დროულად დაიწყება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.