"კრიმინალ პოლიციელებს პროკურორები მფარველობენ"
თარიღი : 9-09-2014, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ. მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევვრებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, მოშიმშილე პატიმრები თავს უდანაშაულოდ გრძნობენ, ხოლო პროკურორები კრიმინალ პოლიცილებს მფარველობენ.
„ჩალა ხომ არ გვახურავს თავზე? ცნობილი ხალხის შვილები რომ ვიყოთ ამ დღეში ხომ არ ვიქნებოდით? დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორთან ილია ჯალაღანიასთან შეხვედრაზე ვოცნებობ ხუთი თვეა, მაგრამ ის კაბინეტში მემალება,“ - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ანდრიაძის მეუღლე თამილა გოქაძე.
მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრთა განცხადებით, ისინი შიმშილობის შეწყვეტას თავიანთი სიმართლის დამტკიცებამდე არ აპირებენ.