Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტობანის მშენებლობაზე გაფიცულმა მუშებმა გაფიცვის შემდეგ მუშაობა განაახლეს

თარიღი : 4-09-2014, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა ორდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშაობა განაახლეს.
მხარეებს შორის შეხვედრა და შეთანხმების მიღწევა იმერეთის გუბერნატორისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მოხდა. შეხვედრაზე გაფიცული მუშების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს, ხოლო „ტოდინი ტანეკას“ ადმინისტრაცია თავის მხრივ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.
იტალიურმა კომპანიამ ერთ კვირის ვადაში დასაქმებულები წყლით, კვებისა და სანიტარული პირობების დაცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით უნდა უზრუნველყოს.
ამ ეტაპზე ავტომაგისტრალზე სამუშაოები სრული დატვირთვით ხორციელდება.


ნანახია: 1613-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები ხვალ საპროტესტო აქციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და
200-მდე ადამიანი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.
მეშახტეებს ადმინისტრაციამ 5-დან 10%-მდე ხელფასების და სამუშაო პირობების გაზრდა შესთავაზა. გაფიცულები აცხადებდნენ, რომ

ამინდი