Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის რაიონში მცირეწლოვანი ბავშვის გაუთოვებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თარიღი : 4-09-2014, 10:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სამართალდამცველებმა ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში მცირეწლოვანი ბავშვის გაუთოვებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე რ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით.
2 დღის წინ, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში უცნობმა პირებმა 4 წლის ბავშვი დააუთოვეს.


ნანახია: 2167-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.