"დეპუტატები უკეთ იმუშავებენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თბილისში ცხოვრობს"
თარიღი : 3-09-2014, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ქვეყანაში ორი პარლამენტის არსებობასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, პარლამენტი კომიტეტების სხდომებს თბილისში ჩაატარებს, ხოლო პლენარული სხდომები ქუთაისში გაიმართება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტ კოლეგებს განუცხადა, რომ მათ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში მუშაობა ეზარებათ.
" 2013 წლის ოქტომბრისათვის პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად თქვენ გჭირდებოდათ ორი ხმა და ეს ორი ხმა თქვენ ვერ დააგროვეთ. ბატონმა ბიძინამ საკმაოდ მოწიფულ ასკაში აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ფულზე არ იყიდება და შიშველი ძალადობით ამის მიღწევა შეუძლებელია. თბილიში არის გადატანილი ადმინისტრაცია და პარლამენტის მთავარი ნაწილი ისე, რომ ამაზე არანაირი ნორმატიული აქტი არ არის. თქვენ მიზანი მიღწეული არ გაქვთ. ქუთაისში რჩება პარლამენტი და ჩვენ დავიცავთ მას," - განაცხადა რატიანმა.
მაღრაძემ პარლამენტის ხელმძღვანელობას თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის აღდგენისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დეპუტატები უკეთ იმუშავებენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თბილისში ცხოვრობს.
დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ "ნაციონალების" მიერ პარლამენტის ქუთაისში გადატანა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაკნინების მცდელობას წარმოადგენდა.