Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის მიერ გასაიდუმლოებული მეხანძრეთა სკანდალური წერილი

თარიღი : 2-09-2014, 22:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე რამაზ ყიფიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ყიფიანის წასვლას წინ სამსახურის 120 თანამშრომლიდან 101-ის პროტესტი უძღოდა. ისინი ყოფილ ხელმძღვანელს მათი უფლებების დარღვევასა და მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. მეხანძრეებმა ყიფიანის მიმართ წაყენებული ბრალდებები მერიას წერილობითი სახით გააცნეს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი არ გახმაურებულა.
topnews.com.ge-სათვის აღნიშნული წერილისა და იმ ახსნა-განმარტებითი ბარათის შინაარსი გახდა ცნობილი, სადაც მეხანძრეები თავიანთ პრობლემებზე ყვებიან.
სამსახურის სპეციალისტი მურმან აბზიანიძე აცხადებს, რომ ამავე სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე რამაზ ყიფიანი მას სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ მის საკუთარ სახლში სარემონტო სამუშაოების შესრულებას აიძულებდა. მოხსენებით ბარათში, რომელსაც აბზიანიძე ქალაქის მერის შოთა მურღულიას სახელზე წერს, ნათქვამია, რომ: „სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურში ხელშეკრულებით ვარ გაფორმებული და პასუხისმგებელი ვარ სამსახურის ყველა დანაყოფის ელექტროობის გამართულ მუშაობაზე. ყიფიანი ხშირად მიმეორებდა, რომ თუ კი მის სახლში ვიმუშავებდი სრულად უსასყიდლოდ, ის ჩემს მიმართ იქნებოდა კეთილგანწყობილი და არ დამატოვებინებდნენ სამსახურს,“ - წერს აბზიანიძე განმარტებით ბარათში.
კიდევ ერთი წერილის შინაარსი, რომლსაც 101 მეხანძრე აწერს ხელს, ამგვარია:
„ყოველდღიურად სამსახურის უფროსის მოადგილის რამაზ ყიფიანის მხრიდან (რომელიც ჩვენს სამსახურში სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოიყვანეს), ირღვევა სუბორდინაცია, რაც გამოიხატება ყვირილში და უშვერი სიტყვებით მოხსენიებაში. ხშირად გადადის გინებაზე. არის სულ მუქარა, რომ თუ მისი წესებით არ ვიხელმძღვანელებთ, დაგვიჭერს და იმუქრება მისი ყოფილი სამსახურით. გამუდმებით გვიმეორებს, რომ ის არის უშიშროების სამსახურიდან და მისთვის ამ კუთხით პრობლემა არ არის კაცზე რაიმე საქმის შეკერა. სამსახურის უფროსთან ახდენს თანამშრომლების დაბეზღებას და დისკრედიტაციას. მოქმედებს „დაყავი“ და „იბატონეს“ პრინციპით. ყიფიანმა მისი სამსახურში მოსვლის დღიდან დაუფარავად გამოგვიცხადა, რომ თანამშრომლების მიერ ინიციატივის გამოხატვა დასჯადია და ისე უნდა იმოქმედოთ, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდო. სისტემატურად გვიცხადებს, რომ ის არ ემორჩილება მერიას და შესაბამისად ქალაქის მერს, რადგან მას ჰყავს მხოლოდ ერთი უფროსი-მხარის გუბერნატორი. შესაბამისად, ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. დაუფარავად აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველი არის დაბალი რგოლი და მათ ადამიანებად არ თვლის. პატივს ვცემთ სამსახურის უფროსს ბატონ ნიკოლოზ კოღუაშვილს, რომელიც თანამშრომლების მხრიდან სარგებლობს კარგი განწყობით,“ - აცხადებენ მეხანძრეები.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მეხანძრეთა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ხოლო ქალაქის ხელმძღვანელობა საქმეზე მოკვლევას თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს.


ნანახია: 2640-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამაზ ყიფიანის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მეხანძრეებმა განცხადება დაწერეს, რომელსაც ხელს სამსახურის 102 თანამშრომელი
ქუთაისში, ჭომის დასახლების მახლობლად, ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ხელით აქრობენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #95-ში, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის აივნის საყრდენ ბოძს შეეჯახა.
„არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვმალავ ჩემს სიმპათიას „ნაციონალების“ მიმართ. მე და გია თევდორაძე
კახა მაჩიტიძის გათავისუფლების მიზეზი ის ანგარიში გახდა, რომელიც ქალაქის მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა სახანძრო

ამინდი