ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 200-მდე ადამიანი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ ცუდად ეპყრობიან. მათივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციამ სამი მუშა სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლა.
„მონური მუშაობა გვიწევს. 12-საათიანი გრაფიკით 45 გრადუს ტემპერატურაზე ვმუშაობთ. თუ რომელიმე მუშამ გაბედა და უფროსს ეტყვის, რომ ხელფასი გაგვიზარდეო, მეორე დღესვე სამსახურიდან უშვებს. ვითხოვთ დახმარებას ყველასგან“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მერაბ გვაზავა.
შემსრულებელი კომპანია "ტოდინი ტაკენაკას" წარმომადგენლის განცხადებით, გაფიცული მუშების პრეტენზიები, მისთვის მიუღებელია, რადგან კომპანია ხელშეკრულების საფუძველზე ყველა პირობას ასრულებს.
"მათი პრეტენზიები მიუღებელია, რადგან ჩვენ ყველა პირობას ვასრულებთ, რაც კონტრაქტში გვიწერია. არ მოსწონთ, მაშინ წავიდნენ, აქ არავინ არ აკავებთ. თანამშრომლებს წყალიც აქვთ და შესაბამისი ტანსაცმელიც, უბრალოდ, მათი რეაქცია ვიცით, რამაც გამოიწვია. თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია. თანამშრომლები იმიტომ გავათავისუფლე, რომ მათ კომპანიის კუთვნილი საწვავი მოიპარეს. საგზაო დეპარტამენტთან ხელშეკრულება მაქვს დადებული და ამიტომ ვალდებული ვარ, ეს ხელშეკრულება თავის დროზე შევასრულო", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი პოლიტო განდოლფი.