"ქრისტიანულ დღესასწაულებზე ეკლესიაში წასვლის და სანთლის დანთების საშუალება არ გვეძლევა"
თარიღი : 2-09-2014, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა დაახლოებით 200-მდე მუშამ დღეს თერჯოლის სოფელ ეწერში საპროტესტო აქცია გამართა.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამუშაო პირობები გააპროტესტეს. დასაქმებულთა განცხადებით, მათ არა აქვთ წყალი, საპირფარეშო, მწყობრიდან არის გამოსული სამუშაო ტექნიკა. მუშები იმასაც აცხადებენ, რომ ქრისტიანულ დღესასწაულებზე მათ ეკლესიაში წასვლისა და სანთლის დანთების უფლება არ ეძლევათ.
დასაქმებულთა კიდევ ერთ მოთხოვნას ხელფასების მატება წარმოადგენს. მათი საშუალო ხელფასი ამ დროისათვის 700 ლარია.
დამსაქმებელი კომპანიის „ტოდინის“ წარმომადგენელი გრანდოლფო პოლიტო პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წყლისა და საპირფარეშოს პრობლემა ნამდვილად დგას. რაც შეეხება სხვა პრეტენზიებს, მათ დამსაქმებელი არ იზიარებს და მუშებს სამსახურის დატოვებას ურჩევს.