ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ
თარიღი : 1-09-2014, 22:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები ხვალ საპროტესტო აქციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გამართავენ. როგორც დასაქმებულები topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ისინი დამსაქმებელი კომპანიის „ტოდინი ტაკენაკე“-ს საქართველოდან წასვლას ითხოვენ.
„წყალი არ არის. ტუალეტი არ გვაქვს. მენეჯერი მუშებს ეუბნება, ბუჩქებში შედითო. გაუსაძლის მდგომარეობაში არის ხალხი. ელემენტარული ის პირობა არ არის, რომ ადამიანმა სახლიდან წამოღებული საჭმელის ჭამოს. დამსაქმებელი ამბობს, ეს ჩემი კომპანიია და წადითო. თუ წადი, მერე გეტყვიან, რატომ წადიო. ხელფასი პირველ და 2 რიცხვში უნდა იყოს, თუმცა შეჩვეულები ვართ, რომ 15-მდე არ იქნება. დაახლოებით 250 კაცამდე ვიფიცებით და ჩვენი მოთხოვნა დამსაქმებელ იკომპანიის წასვლაა. ჩვენს მიწაზე იმყოფება და თვითონ წავიდეს. ასეთი რამ როგორ უნდა ხდებოდეს?,“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული ბადრი რობაქიძე.
ავტობანის მშენებლობაზე მომუშავეები გაფიცვის დაწყებას ხვალ, 08:00 საათიდან გეგმავენ.