უშიშროების მიერ დანიშნული საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე ოცნება ვანში
თარიღი : 1-09-2014, 11:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს იმპიჩმენტს უცხადებენ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განსახილველად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კობა ძაგნიძისა და საკრებულოს ხუთი კომისიის თავმჯდომარეების იმპიჩმენტის საკითხი გაიტანეს.
ვანის საკრებულოში „ქართული ოცნება“ რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი. ერთ-ერთ ფრთას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე, საკრებულოში ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის ქვოტით მოხვედრილ დეპუტატებთან გაერთიანდა. ხოლო მეორე ფრთას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მეთაურობით გაერთიანებული „მეოცნებეები“ წარმოადგენენ.
„თქვენ არ იცით აქ რა ხდება. ალექსანდრე ლილუაშვილი „ოცნების“ კადრია, თუმცა მისი თანამდებობაზე დანიშვნა თვითონ „ოცნების“ ხალხს არ უნდოდა. საკითხი უშიშროებამ გადაწყვიტა და თქვეს, რომ ლილუაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ძაგნიძე მისი მოადგილე იქნებოდა. ამის შემდეგ ძაგნიძემ, რომელიც „რესპუბლიკელია“, საკრებულოს ხუთი კომისიის თავმჯდომარედ თავისი ხალხი გაიყვანა. საკრებულოს თავმჯდომარე კი „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ ხალხთან გაერთიანდა და იმპიჩმენტის მოწყობას ამგვარად ცდილობს,“ - ამბობს ვანის საკრებულოს წევრი თორნიკე ერისთვი.