ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სისტემა გაითიშა
თარიღი : 31-08-2014, 23:08 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვის რეისი, რომელიც 22:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, შეფერხდა.
ფრენას მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანია “WIZZ AIR”-ი ასრულებს.
“20:30 საათზე ჯერ ქუთაისი-ვარშავას რეისი უნდა შესრულებულიყო. მგზავრების ნაწილი ბორტზე შეიყვანეს, თუმცა ბოლო 6 მგზავრი იყო დარჩენილი როდესაც, როგორც ამბობენ, სისტემა გაეთიშათ. ის 6 მგზავრი თვითმფრინავში მეორე მხრიდან მაინც შეიყვანეს. პოლონეთისკენ რეისი კი შესრულდა, მაგრამ მოსკოვზე პრობლემები შეიქმნა. ჩვენი რეისი 22:00 საათზე იყო დანიშნული. ამ დრომდე კი, რეგისტრაციაც არ დაწყებულა. ახლა გვეუბნებიან, რომ 23:15 წუთზე გავფრინდებით, თუმცა რეგისტრაცია ყოველთვის 2 საათით ადრე იწყება და მათი დაპირება არადამაჯერებლად ჟღერს.აქ ძირითადად “კაზანტიპის” ფესტივალის მონაწილეები არიან,” – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოსკოვიდან თვითმფრინავმა დააგვიანა. რაც შეეხება სისტემის გათიშვას, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გათიშვა იმ ნაწილს შეეხო, სადაც მოქალაქეები პასპორტებით კონტროლს გადიან. ორგანიზაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ხარვეზი ამ დროისათვის აღმოფხვრილია.