Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მაჟორიტარი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთის კადრებს იშორებენ

თარიღი : 30-08-2014, 15:08 | კატეგორია: სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი და "ინფო 9"-ის ყოფილი ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე აცხადებს, რომ ზესტაფონის გამგეობაში დასაქმებულები მუნიციპალიტეტის მაჟორიტარისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოლიტიკურ გარჩევებს ეწირებიან.
დუგლაძე, რომელსაც ზესტაფონის გამგეობაში ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, აცხადებს, რომ ზესტაფონის გამგეობას სახელმწიფო უშიშროების სამსახური (სუს-ი) და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი აკონტროლებენ. ეკატერინე დუგლაძე ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღრაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობს. დუგლაძის განცხადებით, ქავთარაძის და მაღრაძის ურთიერთდაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება უკვე მოჰყვა.
„ზესტაფონის გამგეობაში ყველა თანამშრომლის დანიშვნა დავით მაღრაძის მხრიდან ზაზა მეფარიშვილთან და უშიშროებასთან თანხმდება.უშიშროებას სურს ყველა საბუთი და დოკუმენტაცია მათ ნახონ. ამ შენობიდან დოკუმენტების იმდენი ქსეროასლი გადის, რომ მთელი რესურსი მასზე იხარჯება. ქავთარაძესა და მაღრაძეს შორის დაპირისპირება 2012 წლიდან იღებს სათავეს. ამ უთანხმოებას უამრავი ადამიანის კარიერა შეეწირა. ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებამდე ერთად იბრძოდნენ, ერთმანეთის მტრებად არიან ქცეულები. არსებული მდგომარეობით კი მესამე ძალა სარგებლობს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დასუფთავების სამსახური ერთადერთი სამსახური იყო, რომელიც წარმატებით მუშაობდა. დღეს კი დავით მაღრაძე ყველა ღონეს ხმარობს რათა სამსახურის უფროსს თანამდებობა დაატოვებინოს, რადგან მურმან ნებიერიძე გოგი ქავთარაძის მხარედ მოიაზრება. იდევნება ყველა, ვინც გოგი ქავთარაძის მხარედ მოიაზრება. მეორე მხრივ გოგი ქათარაძესთვისაც მიუღებელია დავით მაღრაძის კადრები. შედეგად კი რაიონში სრული განუკითხაობაა. გვაინტერესებს რა ხდება რეალურად. თუკი გოგი ქავთარაძე ასეთი „კაციჭამია“ იყო, მაშინ რისთვის ვიბრძოლეთ 2012 წელს? საკრებულოს თავმჯდომარეს გავლენის მოპოვებაში გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ეხმარება, რომელიც მანამდე სუს“-ის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი იყო,“ - აცხადებს დუგლაძე.
ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალდებებზე იმერეთის გუბერნატორი კომენტარს არ აკეთებს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე კი დუგლაძის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს.
„გუბერნატორის მხრიდან ჩარევა იმ ეტაპამდე ხდება, რასაც კანონი უშვებს. უშიშროების და გუბერნატორის მხრიდან სხვა ჩარევა ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არსებობს,“- აცხადებს მაღრაძე.
მაღრაძისგან განსხვავებით, რაიონში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ადასტურებს გოგი ქავთარაძე. მისი თქმით, დავით მაღრაძე დაინტერესებულია ყველა ის ადამიანი გაათავისუფლოს გამგეობიდან, ვინც მაჟორიტარის კადრად მოიაზრება. ქავთარაძე დაპირისპირების მიზეზებსაც განმარტავს და აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ზესტაფონის გამგებლობა უნდოდა, რისი უფლებაც მან არ მისცა.
„მაღრაძეს უნდოდა გამგებლობა, რისი უფლებაც მას მე არ მივეცი, რადგან მას კრიმინალური წარსული აქვს. ბოლოს კი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და ახლა ცდილობს ჩემზე ჯავრი იყაროს,“-აცხადებს ქავთარაძე.


ნანახია: 31391-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაკავებულის ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
დაპირისპირება მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულს სხდომაზე.
როგორც გამგეობაში topnews.com.ge--სთან საუბრისას აცხადებენ, მას სამსახურეობრივი უფლება მოსილების გადაჭარბებას, თანხების
როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, ინცინდენტი საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღრაძის კაბინეტში მოხდა.
მთავარი საკითხი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დაფინანსება იყო. დეპუტატების უმრავლესობამ კენჭისყრის შედეგად თავი შეიკავა კლუბის
[online][/online]
[offline][/offline]
: Moises , Гости | 19.07.15 | 
If your arictles are always this helpful, "I'll be back."
[online][/online]
[offline][/offline]
: Kero , Гости | 21.07.15 | 
Good to see a tanlet at work. I can't match that. http://yhhlhulmrfc.com icsyukmetjq [link=http://ezahzww.com]ezahzww[/link]

ამინდი