Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

თარიღი : 30-08-2014, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, დაკავებულია მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კობა რიგვავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ კობა რიგვავამ ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ პარკში განთავსებული ნაყინის სარეალიზაციო პუნქტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ინდ.მეწარმეს ყოველთვიური გადასახადი დაუწესა, რომელსაც სისტემატურად ართმევდა ქრთამის სახით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 3170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში
ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამინდი